"ტოტენჰემისა" და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი - ჯერმინ დეფო უახლოეს 3 თვეს ლაზარეთში გაატარებს. დეფომ მარჯვენა ტერფის მძიმე ტრამვა ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებების თამაშის დროს მიიღო, სადაც "ლომებმა" 3-1 იმარჯვეს შვეიცარიელებზე.
"ტოტენჰემ სპურსის" მთავარი მწვრთნელი - ჰარი რედკნაპი ფიქრობდა, რომ ჯერმინ
დეფო გუნდს 6 თვეში დაუბრუნდებოდა, თუმცა მედიკოსებმა დეფოს სრულად
გამოჯანსაღებისთვის 3 თვე მოითხოვეს.
დეფოს მოუწევს რამდენიმე ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვება. იგი აგრეთვე
დააკლდება გუნდს პრემიერლიგაში "არსენალთან" შეხვედრისას.
სავარაუდოდ 27 წლის ინგლისელი თავდამსხხმელი მინდორს დეკემბრის შუა რიცხვებში
დაუბრუნდება.