საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ მან კლუბ „შევარდენი 2005"-ის Facebook-გვერდზე დაწერა. მოდებაძე ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დაინიშნა.
"როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა რომელიც ფედერაციაში შეიქმნა შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებეელია. რათქმაუნდა
მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა,მაგრამ დღეს არის ის ვითარება როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები როგორც რიგითმა მწვრთნელმა ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ", - წერს მოდებაძე.