„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ - NDI და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხულთა უმრავლესობა ნეპოტიზმს კორუფციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად მიიჩნევს.
შეკითხვაზე „რამდენად გავრცელებულია ან არ არის გავრცელებულია ამა თუ იმ ინსტიტუტში კორუფცია“ რესპონდენტთა პასუხები კორუფციის გავრცელების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად:
- 13 % თვლის რომ სამინისტროებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 40 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 14 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 12 % თვლის, რომ ადგილობრივ თვითმართველობებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 39 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 19 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 14 % თვლის, რომ სასამართლოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 35 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 14 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 12 % თვლის, რომ პოლიტიკურ პარტიებში ძალიან გავრცელებულია, 34 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 14 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 10 % თვლის, რომ პროკურატურაში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 34 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 17 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 12 % თვლის, რომ პარლამენტში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 32 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 16 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 8 % თვლის, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 36 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 27 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
- 9 % თვლის, რომ პოლიციაში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 32 % კი თვლის რომ მეტ-ნაკლებად გავრცელებულია; 25 %-ის აზრით საერთოდ არ არის კორუფცია გავრცელებული.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა სხვადასხვა ინსტიტუტებში კორუფციის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებს:
- კორუფცია სამინისტროებში - ნეპოტიზმი - 63 %
- კორუფცია თვითმართველობაში - ნეპოტიზმი - 59 % (თბილისის შემთხვევაში 61 %)
- კორუფცია სასამართლოში - ნეპოტიზმი - 47 %
- კორუფცია პროკურატურაში - ნეპოტიზმი - 49 %
- კორუფცია პარლამენტში - ნეპოტიზმი - 51 %
- კორუფცია საჯარო ინსტიტუტებში - ნეპოტიზმი - 58 %
- კორუფცია პოლიციაში - ნეპოტიზმი 48 %
ამასთან კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. 34%-ის აზრით, საშუალოდ, ხოლო 21% ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ არის.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ - NDI და CRRC-საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის შედეგები ეხება საპრეზიდენტო არჩევნებთან, დემოკრატიასთან, კორუფციასთან, ხელისუფლებისა და პარლამენტის საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს.