დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თინა ქეიდანაუს შეხვდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი (ე.წ. ომნიბუს) სამუშაო შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები.
გიორგი ბოკერიამ და თინა ქეიდანაუმ ასევე მიმოიხილეს აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.