არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გაერთიანებული ერების ორგანიზაცის ოფისში ქართველ ელჩებს შეხვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიპლმატიურ კორპუსს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობასა და საკონსტიტუციო ცვლილებების უარყოფით მხარეებზე ესაუბრნენ. შეხვედრას ოპოზიციის მხრიდან ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, გიორგი თარგამაძე, დავით გამყრელიძე და ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.
"ჩვენ ვთხოვეთ ელჩებს, ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განახორციელებინონ. გვსურს, შეიქმნას პრეცენდენტი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის, რასაც სათანადო საარჩევნო გარემო ესაჭიროება", - შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ელჩებთან ახალი კონსტიტუციის პროექტის უარყოფით მხარეებზედაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.
~მათ ვუთხარით, რომ ცვლილებები, მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერებას ემსახურება. სააკაშვილი ახალი კონსტიტუციით მანიპულირებს, სანამ ის ქვეყნის სათავეში იქნება, ეს მანიპულაცია არ დასრულდება~, - ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ძიძიგურმა.