"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარტიის 100 ახალი წევრი წარადგინა და მათ მანდატები გადასცა. დღესვე ქიაჩელის ქ. # 2-ში "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ახალი ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.
ნინო ბურჯანაძემ პარტიის ახალ წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"იმ ფონზე, როცა ჩვენი პარტია გამუდმებული ცილისწამებისა და წნეხის ქვეშაა, თქვენ მიიღეთ ვაჟკაცური და სწორი გადაწყვეტილება. სწორედ თქვენნაირ ადამიანებზე დაყრდნობით ახორციელებს "დემოკრატიული მოძრაობა" თანმიმდევრულ პოლიტიკას. მხოლოდ თქვენნაირი შეუდრეკელი ადამიანები მოახერხებენ ქვეყნის გამთლიანებას და დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა "დემოკარტიული მოძრაობის" ლიდერმა პარტიის ახალ წევრებთან შეხვედრისას.