ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმე ჯონ ბოლტონმა განაცხადა, "სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ მადურომ და მისმა მოკავშირეებმა ვეღარ შეძლონ ვენესუელელი ხალხის ძარცვა".
კერძოდ, სანქციები დაუწესდა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას. ვაშინგტონმა კორპორაციის 7 მლრდ დოლარის აქტივები დაბლოკა.