ს იმედს გამოთქვამს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, უახლოეს წარსულში არსებობს სანდრო ურუშაძესთან მუშაობის გამოცდილება, კერძოდ -უმწეოთა პროგრამის შემუშავებისას ქულების მინიჭების კრიტერიუმების დახვეწის თვალსაზრისით.
„რამდენიმე დღეში უმცირესობისა და ფრაქციის სხდომებზე გვექნება საშუალება ახალ მინისტრს ვკითხოთ - რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნები და არგუმენტები „ - განაცხადა თარგამაძემ.