ცნობილი ამერიკელი პოპ ვარსკვლავი მადონა ახალ ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს მისი ქალიშვილი ლუდრესი შეასრულებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა როლი ერგო 13 წლის გოგონას.
ფილმში ასახული იქნება დიდი ბრიტანეთის მეფის ედუარდ VIII-სა და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანი, რომელიც ედუარდ VIII-ის მიერ ტახტზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
ფილმის მოქმედება გასული საუკუნის პირველ ნახევარში ხდება. მისი ბიუჯეტი 27 მილიონი დოლარი იქნება. ფილმში მთავარ როლებს ები კორნიში, რიჩარდ კოილი, ნატალი დორნერი და ლოურენს ფოქსი შეასრულებენ.
ფილმის სახელწოდებაა W.E. და ის ეკრანებზე 2011 წელს გამოვა. W.E. მადონას მეორე კინონამუშევარი იქნება. პირველი ფილმი მან 2008 წელს გადაიღო ("სიბინძურე და სიბრძნე").