მსახიობი მაიკლ კეინი ახალ ფილმში გადასაღებად ემზადება. ფილმის პირობითი სახელწოდებაა "მოგზაურობა 2: საიდუმლო კუნძული".
მისი სიუჟეტი ნაწილობრივ ჟიულ ვერნის ცნობილ რომანს "საიდუმლო კუნძულს" ეფუძნება. ფილმის რეჟისორია ბრედ პიტი.
მაიკლ კეინი ფილმში მთავარი გმირის ბაბუის როლს შეასრულებს და იგი საკმაოდ ბევრ ეპიზოდში იქნება დაკავებული.
ფილმი ეკრანებზე 2011 წლის სექტემბერში გამოვა.
"მოგზაურობის" პირველი ნაწილი კი მაყურებელმა 2008 წლის ივლისში ნახა. მან მსოფლიო კინოგაქირავებაში 60 მილიონიანი ბიუჯეტის პირობებში 240 მილიონი დოლარი მოაგროვა.