პროდიუსერები მარკ ჯოზეფი და რალფ უინტერი აპირებენ გადაიღონ სრულმეტრაჟიანი ფილმი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტზე რონალდ რეიგანზე. ფილმს საფუძვლად პოლ კენგორის მიერ რონალდ რეიგანზე შექმნილი ბიოგრაფიული წიგნები დაედება.
ფილმის სცენარზე კი და ჯონს მაკკორდი მუშაობს.
ფილმის წინასწარი სახელწოდებაა "რეიგანი", რომლის სიუჟეტი მის სრულ ცხოვრებას მოიცავს, ბავშვობიდან პრეზიდენტობამდე.
სცენარში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს აშშ-ს პრეზიდენტის სამსახიობო კარიერა. კალიფორნიის გუბერნატორად ყოფნის პერიოდი, 1981 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა და სხვა ცნობილი ფაქტები.
ჯონს მაკკორდის განცხადებით, იგი თავიდან გარკვეული ინერტულობით შეუდგა მუშაობას და ვერ წარმოედგინა, რომ რეიგანის ცხოვრებას შესაძლოა მაყურებელთა ინტერესი გამოეწვია.
"იმ დრომდე ვიდრე მისი ბიოგრაფიის შესწავლა დავიწყე მიმაჩნდა, რომ ის ცუდი მსახიობი იყო და მაქსიმუმ იაფფასიანი ჯამბაზი, მაგრამ შემდგომ გაირკვა ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი. საკმარისია ითქვას, რომ რეიგანი იზრდებოდა რელიგიურ ოჯახში. მისი მამა ლოთი იყო და მისი ბავშვობა ეს არის ნამდვილი სიურეალისტური ტილო", - განაცხადა მაკკორდმა.
ამჟამად ფილმის მთავარი როლის შემსრულებლისა და რეჟისორის ძიების პროცესი მიმდინარეობს.