პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე ირაკლი ცირეკიძესთან დაკავშირებით მომხდარ ინცინდენტზე რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება გიორგი ასანიძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.
საუბარია ცირეკიძის გუშინდელ ინცინდენტზე, როდესაც იგი გაუგებრობის გამო ოლიმპიადას გამოეთიშა. როგორც ასანიძე მიიჩნევს, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელი ფაქტი და აუცილებელია, ამას სათანადო რეაგირება მოჰყვეს, თუმცა იგი იმასაც აღნიშნნავს, რომ ვიდრე ოლიმპიური დელეგაცია საქართვეოში არ დაბრუნდება და მათგან არ მოისმენენ კონკრეუტლ ინფორმაციას თუ რა მოხდა სანქციებზე და რეაგირებაზე საუბარი ძნელია.
ამასთან, ასანიძე აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ოლიმპიადაზე იმყოფებოდნენ მწვრთნელები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა თვალყური ადევნონ გამოსვლების განრიგსა და დროულად უზრუნველყონ სპორტსმენის ინფორმირება და შესაბამისად მიიჩნევს, რომ სწორედ მწვრთნელების მხრიდან უნდა გაკეთდეს სათანადო და დამაჯერებელი განმარტებები გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით.
" მიმაჩნია რომ ჯერ მათ უნდა მოვუსმინოთ შემდეგ გადაწყდეს რა რეაგირება იქნება საჭირო ამ ფაქტთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგი ასანიძე.