შრომის ჯანმრთელობსია და სოციალური დაცვის მინისტრად სანდრო ურუშაძე დაინიშნა. ურუშაძე ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ მინსიტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ წარუდგინა.
მისი თქმით, ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა უკვე მიიღო კონკრეუტლი დავალებები, კერძოდ კი ეს ეხება ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას.
"ახალ მინისტრს უკვე მივეცით კონკრეტული დავალებები. კერძოდ მან უნდა უზურნველყოს 46 ახალი კლინიკის მშენებლობა რეგიონებში. ასევე გარკვეული ცვლილებები შევა სოციალურად დაუცველთა სიებშიც. ჩვენი მიზანია ჰისპიტალური სექტორის განვითარება და ამ კუთხით დიღმის კლასტერის დასრულება, სადაც 14 საავადმყოფო და კლინიკა გადავა", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სანდრო ურუშაძე ჯანდაცვის სამინისტროში 6 წელია რაც მუშაობს. თავდაპირველად იგი ხელმძღვანელობდა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტს, შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსად დაინიშნა, ხოლო რამდნეიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს.