„ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მთავრობა მოსამართლეთა ე.წ. შავი სიის დამტკიცებით სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა, თუმცა პროტესტის შედეგად ვერ მოახერხა.
ხოშტარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე მთავარი არის ახალი კრიტერიუმების შედგენა, რის შემდეგაც წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების საფუძვლიანად განხილვა უნდა მოხდეს.
„ყველა ჯანსაღი ადამიანის პროტესტის შედეგად ვერ მოახერხა ხელისუფლებამ საახალწლო სპეცოპერაციის ჩატარება, რომ ყველანაირი კანონდარღვევით უბრალოდ ხელში ჩაეგდო მთლიანად სასამართლო, ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი მანიპულაციის საშუალება ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ და ჩვენ უნდა რეალურ პროცესში შევიდეთ, სადაც რეალურად მოხდება, ფორმალური კრიტერიუმებით კი არა, რომელსაც მათთვის სასურველ მოსამართლეებს მიუსადაგებენ, ამ სიაში იქნება თუ სხვა სიაში და მერე მოაბრუნებენ. არამედ რეალურად მოხდება აბსოლუტურად ფუნდამენტური შესწავლა ამ ადამიანების“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას.