ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს. კობიაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებზე კანდიდატურა ოფიციალურად უკვე დაარეგისტრირა.
ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთია, ვისაც ამ დრომდე კანდიდატურა აქვს წარმოდგენილი. კობიაშვილი მომავალ არჩევნებზე 30-ი დელეგატიდან 27-მა წარადგინა.
ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.