შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს კომისარიატს, აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა პროქტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში", რომლის შედეგადაც ბათუმში მცხოვრები 14 სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდა.
ორი 14-ბინიანი შენობა ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაა და მოსახლეობას სარგებლობის უფლებით გადაეცა.
პროექტის ფარგლებში ტრეინინგები გაიარეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც გაეცნენ სოციალური საცხოვრისის მართვისა და სოციალური მომსახურების მიწოდების თანამედროვე მეთოდებს, რათა საცხოვრისის მკვიდრებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.