ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატზე, პლეი-ოფის მატჩებში, დამატებითი დროის წესის გაუქმებას აპირებს. შესაბამისი განცხადება ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გააკეთა.
ბლატერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პლეი-ოფის მატჩების ძირითადი დრო ფრედ დასრულდება, დამატებითი დროის ნაცვლად პირდაპირ თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნება. ბლატერმა არც ე. წ. ოქროს გოლის წესის დაბრუნების შესაძლებლობა გამორიცხა.
ფიფას პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ნოვაცია სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა მატჩებმა გამოიწვია, სადაც გუნდების უმრავლესობა მხოლოდ "თავდაცვაზე ფიქრობდა და ფრეზედაც თანახმა იყო". ბლატერის განცხადებით, ხსენებული ნოვაციის დანერგვის შემთხვევაში, ფეხბურთი უფრო სანახაობრივი და უხვგოლიანი გახდება. მან დასძინა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული საფეხბურთო წესის შეცვლა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატებზე იგეგმება.
ბლატერმა განმარტა, რომ ხსენებულ ნოვაციაზე ფიფა მომდევნო ტექნიკური კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებს.