ხვალ, 10 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი არმაზციხის არქეოლოგიურ ძეგლს მოინახულებენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კულტურის დაცვის ფონდის (AFჩP) მხარდაჭერით არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვსციიისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი 42 846 აშშ დოლარი მოიპოვა.
ეროვნული სააგენტო არმაზციხის უძველს არქეოლოგიურ საიტზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოს განხორციელებს, სადაც ტურიზმის განვითარებისთვის პირველადი ინფრასტრუქტურა ბილიკები, მანიშნები და სხვა საინფორმაციო კომპონენტები შეიქმენა, რაც თავისთავად ძეგლის დაცულობას განვითარებას და მის პოპულარიზაციას განსაზღვრავს.