საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში აშშ-ს ელჩის კულტურის დაცვის ფონდის (AFჩP) მხარდაჭერით არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვსციიისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი --- 42 846 აშშ დოლარი მოიპოვა.
ეროვნული სააგენტო არმაზციხის უძველს არქეოლოგიურ საიტზე გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაობს განხორციელებს, სადაც ტურიზმის განვითარებისთვის პირველადი ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მანიშნები და სხვა საინფორმაციო კომპონენტები შეიქმენა, რაც თავისთავად ძეგლის დაცულობას განვითარებას და მის პოპულარიზაციას განსაზღვრავს.
ხვალ 10 სექტემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი არმაზციხის არქეოლოგიური ძეგლს სამუშაოების დაწყებამდე მოინახულებენ.
პროექტის I ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება