საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ელჩებს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით დავალებები მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდძემ განუცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საუბარი შეეხო როგორც თეორიულ მიმართულებებს ასევე პრეზიდენტმა კონკრეტული დავალებები მისცა ელჩებს. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ ეკონომიკურ საკითხებზე გამახვილდა. კერძოდ, ქვეყანაში ახალი ინვესტიციებს მოზიდვაზე", _ აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ერთსაათიანი შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ელჩებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება გააცნო.
კალნდაძის ინფომრაციით, პოლიტიკური დავალებები საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლებმა კიდევ დამატებით მიიღეს. ამბასადორიალმა პრეზიდენტის რეზიდენციიდან კვლავ სასტუმრო რედისონში გადაინაცვლა, რომლის ფარგლებშიც ქართველი ელჩების სამუშაო შეხვედრებს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, საქართველოს პრემიერთან ნიკა გილაურთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბაკურ კვეზერელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გააგრძელებენ. ამბასადორიალს დახურავს სს მინისტრი თავისი შემაჯამებელი მოხსენებით.