კემბრიჯის ლექსიკონის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, წლის სიტყვა 2018 წელს ნომოფობია გახდა.
ნომოფობია – არანორმალური, ირაციონალური მდგომარეობა, რომელიც თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როდესაც მობილური ტელეფონით კავშირის დამყარება შეუძლებელია; ასევე დისკომფორტის შეგრძნება ტელეფონის დაფარვის ზონის მიღმა ყოფნისას.
წლის მთავარი სიტყვის გამოსავლენად კემბრიჯის ლექსიკონის სარედაქციო ჯგუფმა მომხმარებლებს ოთხი სხვადასხვა სიტყვა შესთავაზა, საიდანაც მათ ხმა უნდა მიეცათ სიტყვისთვის, რომელის წლის ყველაზე აქტუალურ საკითხთან იქნებოდა დაკავშირებული.
ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც კემბრიჯის ლექსიკონის რედაქციამ შეარჩია იყო ეკოციდი. ეკოციდი - ესე იგი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია.
2017 წელს კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვად პოპულიზმი გამოაცხადა.