წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.
თბილისის „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი სხდომა და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელზეც სპორტსმენები რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვეს.
ლაშა ტალახაძე წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.