ფინეთი ყოველთვის იდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ სტუბთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე გავაცანით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ამ ტერიტორიებთან მიმართებაში. როგორც იცით აგვისტოს ომის დროს ფინეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო და ამ პროცესებში ატქიურად იყო ჩართული, ამიტომ ჩვენ მათთან ურთიერთობა არ გვიჭირს და ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ. მივიღეთ დაპირება, რომ ფინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება და დაიცავს დევნილებისა და ლტოლვილების უფლებებს", - განაცხადა იაკობაშვილმა.