ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის შეფასებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოში დევნილებთან მიმართებაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. ამის შესახებ სტუბმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ორი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და მაინტერსებს ყველაფერი რაც ამ პერიოდის გამავლობაში მოხდა. დაინტერესებული ვარ დეტალურად გავეცნო ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ასევე დევნილთა ყოფას, სადაც აშკარად პოზიტივი შეინიშნება. ასევე შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ სტუბი საქართველოს დღეს ეწვია და პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართა. დღესვე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან, რის შემდეგაც იგი სიტყვით ამბასადორიალზე გამოვა. ხოლო ვიზიტის ბოლოს, დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხიელ სააკაშვილთან.