დღეს, 8 სექტემბერს, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლო-კონცერტს გამართავს.
ქართველ ბანს პარტნიორობას გაუწევს უკრაინის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ვლადიმერ სირენკო უდირიჟორებს.
კონცერტზე შესრულდება ცნობილი არიები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან და სცენები მუსორგსკის ოპერიდან ~ბორის გოდუნოვი".
კონცერტს დაესწრება საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.