24-25 სექტემბერს პროექტის `ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში თბილისის ისტორიის მუზეუმში, `ქარვასლაში~ ეწყობა ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის პარალელურად გაიმართება ფოტოკონკურსი სახელწოდებით `ერთად ჩვენ შევძლებთ~.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს ფოტომასალას დევნილობის თემაზე. სასურველია, წარმოდგენილი ფოტოები ასახავდეს დევნილობაში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, მათ ახალ რეალობას იძულებით გადაადგილების გამო, დევნილთა განცდებსა და იმედებს.
მიღებული საკონკურსო მასალა გაივლის 2-ეტაპიან შერჩევას: პირველ ეტაპზე მოხდება საგამოფენოდ 50 საუკეთესო ფოტოს შერჩევა, რაც გომოფენილი იქნება `ქარვასლას~ საგამოფენო დარბაზში 24-25 სექტემბერს და შერჩევის მეორე ეტაპზე, საგამოფენო 50 ნამუშევრიდან გამოვლინდება საუკეთესო სამეული.
ფოტოკონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების ავტორთათვის დაწესებულია პრიზები _ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფოტოების ავტორებს გადაეცემათ საპრიზო ადგილის მიხედვით 300, 200 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები `ფოტოსამყაროს~ მომსახურებაზე. ამასთან, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი მონაწილეობისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ ფოტოები 2010 წლის 15 სექტემბრამდე შემდეგ ელ.მისამართზე: mnanitashvili@economists.ge ან მოიტანეთ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ორბელიანის 35, თბილისი. სასურველია, მოწოდებულ ფოტოებს შეურჩიოთ სახელი თქვენი სურვილისამებრ. გამოგზავნილ ან მოტანილ მასალასთან ერთად მიუთითეთ თქვენი ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი.
პროექტი "ერთად ჩვენ შევძლებთ" _ იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიური დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვის გზით _ ხორციელდება პარტნიორებთან ერთად: "ოქსფამ დიდი ბრიტანეთი" (Oxfam GB), ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა და "ველფეარ ფაუნდეიშენი" (Welfare Foundation). პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.