საქართველო ესტონეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნად რჩება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. რომლის საფუძველსაც სხვადასხვა ხელშეკრულებები გვაძლევს. კერძოდ კი საპენსიო და სოციალური დაცვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები. შემიძლია გითხრათ, რომ ესტონეთის განვითარების 5 წლის გეგმაში საქართველოსთან თანამშრომლობას სერიოზული ადგილი უჭირავს აღნიშნულ სფეროებთან მიმართებაში", _ აღნიშნა პაეტმა.
მისივე თქმით, ესტონეთის დიპომატიურ სკოლაში არა ერთი ქართველი დიპომატი გადის სხვადასხვა კურსებსა და ტრენინგებს და ესტონური მხარე ყოველთვის მოხარული იქნება ქართველ დიპომატებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.