მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში პოლიტიკური სპექტრი შეიცვალა საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა კვლავ გრძელდება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩმა კოტე ქავთარაძემ განუცხადა.
"როგორც ვიცით პოლონეთში მთავრობა მთლიანად შეიცვალა, თუმცა საქართველოსთან ურთიერთობები კვლავ უცვლელი რჩება. პოლონეთი არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი", _ განაცხადა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, პოლონელი ხალხი განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოს მიმართ ინტერესითა და ქართველი ხალხის მხარდაჭერით.