აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ქართული ენის ცოდნას უწუნებს.
შენიშვნა ბაქრაძეს მინდია სალუქვაძემ დღეს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მისცა.
შეხვედრა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გაიმართა. დავით ბაქრაძემ სალუქვაძის შენიშვნა ტერმინ "უფრო ოპტიმალური" გამოყენების გამო დაიმსაუხრა.
მინდია სალუქვაძემ ბაქრაძეს განუმარტა, რომ სიტყვა "ოპტიმალური" თავისთავად ნიშნავს ყველაზე საუკეთესოს და შესაბამისად უფრო ოპტიმალურის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
ბაქრაძემ მინდია სალუქვაძის შენიშვნა მიიღო, თუმცა ისიც განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს ხშირად უწევთ ისეთი ტერმინების გამოყენება, რაც შესაძლოა ენათმეცნიერული თვალსაზრისით გამართლებული არ იყოს, თუმცა პოლიტიკურად მისაღებია.