ევროპელი ტურისტები უპირატესობას თურქეთს ანიჭებენ. ტურიზმის სექტორში პოპულარულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Conde Nast Traveller საკუთარი მკითხველების გამოკითხვით გაარკვია, რომელ ქვეყანას ანიჭებენ უპირატესობას ევროპელები.
ჩონდე Nასტ თრაველლერ-მა გამოკითხვა სასტუმროების, კურორტების, ფასების, ხარისხის, საკვების, სასმელის, კულტურული სიმდიდრეების, კლიმატისა და ინფრასტრუქტურის შეფასების მიხედვით შეადგინა.
გამოკითხვის შედეგად ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება 94,81 ქულა თურქეთმა მიიღო და შესაბამისად ტურისტებისათვის თურქეთი ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად დასახელდა.
ისეთი ქვეყნები როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი საგრძნობლად ჩამორჩნენ თურქეთს და გამოკითხვის მიხედვით მეოთხე, მეექვსე, მეათე და მეჩვიდმეტე ადგილი გაინაწილეს.