ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მესამე ბრძოლა მოიგო. ლეგან გორგაძე ბრაზილიელ კაისეის დაუპირისპირდა და მეტოქე დოჰიოდან მარტივად გაიყვანა.
მიმდინარე ბაშოზე ქართველ სუმოისტს 4-დან 3 მოგება და 1 წაგება აქვს.
ტურნირზე უძლიერესი სუმოისტები, იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ ტრავმების გამო ვერ მონაწილეობენ, შესაბამისად, ლეგან გორგაძეს ტურნირზე წარმატების კარგი შანსი აქვს.