ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის, 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჩემპიონი ქართველი ფალავანი ნუგზარ წურწუმია გახდა.
ფინალში მან რუსი სპორტსმენი ვიტალი კაბალოევი მინიმალური ანგარიშით, 3:2 დაამარცხა. წურუწუმიამ პლანეტის პირველობაზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს, 23-წლამდელებში მოპოვებული ოქროს მედალი შემატა.