გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში დარბის ყველაწმინდის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაო დასრულდა.
რესტავრაციის შედეგად შეკეთდა დაზიანებული კედლები, იატაკი მოპირკეთდა ქართული აგურით, ეკლესია მთლიანად შემოირტყა სარინელით და გადაიხურა ქართული კრამიტით.
"ამჟამად მიმდინარეობს შიდა ინტერიერის მოწყობა, უნდა მოეწყოს კანკელი და ტრაპეზი, ეს სამუშაოც უახლოეს მომავალში დასრულდება, რაც მთავარია ტაძარი პირვანდელი სახით არის აღდგენილი", - აღნიშნა გურჯააანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა თამაზ მარკოზაშვილმა.
დარბის ყველაწმინიდის ეკლესისთან მამათა ლავრის დაარსება იგეგმება.
რესტავრაცია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
დარბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაზარი სამნავიანი ბაზილიკაა და VIII საუკუნით თარიღდება.