კახი კაჭარავა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი ავრცელებს.
„კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა“– წერს „დინამოს“ გვერდი.
ზაურ სვანაძე 1976-1980 წლებში თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში, თბილისის დინამოში (1981-1989), ჰოლმსუნდში (შვედეთი, 1990-1991), მაიფში (შვედეთი, 1992-1993), ელივარეს გეესკოში (შვედეთი, 1994-1995). სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 246 მატჩი (8 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1981), იყო თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი 2002 წელს. არის ღირსების ორდენის კავალერი. 1981 წელს მოიპოვა პირველი ადგილი ევროპის თასების მფლობელთა თასზე.