10 ნოემბერს, 16:30 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რაგბის გულშემატკივრები იკრიბებიან. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება. ეროვნული ჰიმნი პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება ფლორენციაში, Stadio Artemio Franchi-ზე, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს.
რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრები შეასრულებენ.
10 ნოემბერს შედგება ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იტალიასა და საქართველოს შორის. რაგბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.
რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორი: რაგბის კავშირი და ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი აისი
მხარდამჭერები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, დაცვის პოლიცია
მედიამხარდამჭერები: ტელეკომპანია იმედი, on.ge
ასევე 10 ნოემბრეს, 16:30 საათზე, თურქმენეთში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე.