საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდება თუ არა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივან, კონდოლიზა რაისს ამ დრომდე უცნობია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აშშ-ს ყოფილ სახლემწიფო მდივანთან პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა ამ დრომდე ჩანიშნული არ არის.
როგორც ცნობიალია, 6 სექტემბერს, საქართველოში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოვა. მასთან ერთად, საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯეიმს პერი და აშშ-ს ყოფილი პოლიტიკური, კულტურული და მეცნიერული სფეროს წამოამდგენლები.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
აღნიშნული სიმპოზიუმი სექტემბერში იმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.