საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში არ ჩამოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კავკაზუს თრეველში" განუცხადეს, რომელიც საქართველოში სიმპოზიუმს მასპინძლობს.
მათი ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია რატომ განაცხადა საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა საქართველოში ჩამოსვალაზე უარი.
როგორც ცნობიალია, 6 სექტემბერს, საქართველოში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოვა. მასთან ერთად, საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯეიმს პერი და აშშ-ს ყოფილი პოლიტიკური, კულტურული და მეცნიერული სფეროს წამოამდგენლები.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
აღნიშნული სიმპოზიუმი სექტემბერში იმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.