მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს პრეზიდენტად კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა .
"საქართველო არის ძალის მძიმე გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყანა და პრიორიტეტი უნდა იყოს ძლიერი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პრეზიდენტის ხელისუფლება. არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭისყრას. ყველა გამოკითხვით საქართველოში ეს ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიძლიერის გარეშე, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში საქართველოს მართვა იქნება ძალიან რთული.