საერთოდ არ მანერვიულებს, რომ რუსეთმა სომხეთსა და უკრაინასთან მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ბაზების განლაგებაზე, _ განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
"როდესაც ვლაპარაკობთ მოდერნიზაციაზე მთავარი გზა მიდის განათლებაზე. როცა ვლაპარაკობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ანგარიშგასაწევი ქვეყანა, მთავარი ანგარიშის გაწევა არის ის, რომ ჩვენ მსოფლიო ცივილიზაციაში შეგვაქვს ჩვენი წვლილი.
ახლა რუსეთმა სომხეთსა და უკრაინასთან მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ბაზების განლაგებაზე - საერთოდ არ მანერვიულებს ეს ყველაფერი. პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. თავისი დაჟანგული ბაზებით, როგორც გავიდა საქართველოდან ასევე ბევრად უფრო ადრე გავა იმ ქვეყნებიდან, აღარაფერს ვამბობ უკვე ჩვენს ტერიტორიებზე. მაგრამ მთავარი რაც მათ დაკარგეს არის ის, რისი მოზიდულობის ცენტრი იყო რუსეთი ადრე _ ეს არის ტექნოლოგიების, განათლების, ადამიანები სამკურნალოდ მიდიოდნენ მოსკოვში, საუკეთესო უნივერსიტეტები იყო მოსკოვში, საუკეთესო კულტურის დღეები და საუკეთესო აუდოტორია იყო მოსკოვში. ეს ყველაფერი დაიკარგა და გაიცვალა დაჟანგულ ბაზებზე და მუქარითა და ცემა-ტყეპით მოპოვებულ გავლენაზე და ვითომ ამით მოპოვებულ სიყვარულზე. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დღე არის რომ უნდა განვავითაროთ ჩვენი განსაკუთრებულობა. ჩვენი განსაკუთრებულობა იმპერიაში ყოველთვის იყო ეს, ჩვენ არ გვქონდა ძალა, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული კულტურა, განსაკუთრებული ნიჭიერება და განათლებულობა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბირთვული იარაღი აგერ გვერდზე მდებარე სოფელ მერხეულის ერთმა მკვიდრმა შეუქმნა და ჩვენდა საუბედუროდ და მსოფლიოს გასაუბედურებლად დაუტოვა მაგ ქვეყანას", _ განაცხადა სააკაშვილმა.