საქართველოში იქნება ძლიერი პრეზიდენტი და იქნება ძლიერი პარლამენტი რომელიც დააკომპლექტებს და გააკონტროლებს მთავრობას, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საუბარია იმაზე, რომ მე კატეგორიულად არ ვიზიარებ იმ მოწოდებას, რომ "პრეზიდენტის ხელისუფლება საქართველოში დავასუსტოთ და გავუტოლოთ იგი ბევრი ევროპული ქვეყნის სიმბოლური როლის მქონე პრეზიდენტს და უბრალოდ ავლაბრის სასახლეში იჯდეს და ხანდახან უცხოურ დელეგაციებს ჩამორთვას ხელი".
"საქართველო არის ძალის მძიმე გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყანა და პრიორიტეტი უნდა იყოს ძლიერი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პრეზიდენტის ხელისუფლება _ მე ვარ პირველი და მე არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭისყრას და ყველა გამოკითხვით საქართველოში ადვილი გასაკეთებელია ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება _ მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიძლიერის გარეშე, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში საქართველოს მართვა იქნება ძალიან რთული.
"ამიტომ ამ საკითხში ჩვენ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციას ბოლომდე ვერ გავიზარებთ. ერთი სიტყვით _ პრეზიდენტი რჩება ეკონომიკის, სამართლის და ეკონომიკის მთავარი მიმართულების უმნიშვნელოვანეს ბერკეტად, მაგრამ მთავრობა ყოველდღიური იქნებით საპარლამენტო _ ყოველდღიურად პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე და პარლამენტი ყოველდღიურად პასუხისმგებელი ხალხის წინაშე. ერთი სიტყვით _ მთავრობა პასუხისმგებელი ხალხის წინაში, პრეზიდენტი იქნება ხუთი წლით მთავრობა ალბათ შეიძლება უფრო ხშირად შეიცვალოს", _ განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ იმ სისტემაში რომელიც შემოთავაზებულია პრეზიდენტი რჩება სტაბილურად მთავრობა შეიძლება შეიცვალოს.
"საქართველოში იქნება ძლიერი პრეზიდენტი და იქნება ძლიერი პარლამენტი რომელიც დააკომპლექტებს და გააკონტროლებს მთავრობას", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
"აუცილებელია და საჭიროა ჩვენი იმ სიტუაციის შეცვლა სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ პარლამენტმა დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა. დღეს ქაღალდზე პრეზიდენტს აქვს დაწერილი ფართო უფლებამოსილება. ერთი რამე რაც ვისწავლე, რომ თავისუფალ საზოგადოებაში და ჩვენ ვართ კიდეც თავისუფალი საზოგადოება რამდენი უფლებამოსილებაც არ უნდა დაწერო ქაღალდზე, რამდენი რამე რაც უნდა მიისაკუთრო და თქვა რომ ესა და ეს შემიძლია _ ყველაფერი და უთხრა ხალხს მე ხუთი წლით ვარ არჩეული და გამომიარე ხუთი წლის შემდეგ და ხუთი წლის შემდეგ დაგეხმარებით და არ შემაწუხოთ ხუთი წელი _ შეგაწუხებენ და მერე როგორ", _აღნიშნა პრეზიდენტმა.