მიხეილ სააკაშვილის ჯერ არ გადაუწყვეტია 2013 წელს რა უნდა - გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ კვლავ პრეზიდენტად დარჩეს. ამის შესახებ "ჯო-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის დრევანდელი გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
"საკონსტიტუციო ცვლილები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯერ თვითონ სააკაშვილიც არ არის ჩამოყალიბებული 2013 წელს პრეზიდენტად დარჩეს კიდევ თუ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. საქართველოს მომავალი კონსტიტუცია კი სწორედ ამაის მიხედვით შეიცვლება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, ორ წელში ქვეყანას კვალავ ახალი კონსტიტუცია იქნება იმის მიხედვით თუ რა ხასიათზე იქნება იმ დროისთვის სააკაშვილი.
რაც შეეხება მინისტრების მიერ "ქამრის შემოჭერის" პოლიტიკას, ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, რომ კარგი იქნებოდა მისი მთავრობის, უმრავლესობის და იმ ოპოზიციონერების ქონებით დაინტერესდეს, რომლებიც მას ახლა ჰყავს.
"იაფასიანი პიარის, რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ არავის სჭირდება. თუ აინტერესებს, როგორ მდიდრდებიან მის მინისტრები და ის ოპოზიციონერები, რომლებიც მას პარლამენტს ულამაზებენ მაშინ ჯერ იმით უნდა დაინტერესდეს რა ქონება ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვალმდე და მას შემდე რამდენი დააგროვეს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.