ჩვენ მივაღწით იმ პრინციპს, რომ სიმდიდრე და პოლიტიკა გამიჯნულია ერთთმანეთისგან. აქ სხედან ხალხი რომელთა უმრავლესობას არ უჭირს, მაგრამ თქვენი შემოსავალი არანაირ კავშირში არ არის თქვენს თანამდებობებთან, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, არიან დეპუტატები, რომლებიც მთელი ცხოვრება არიან ქვეყნის სამსახურში და არც ერთი გრამი სიმდიდრე და ქონება არ მომატებიათ.
"არის ქვეყნები და პარლამენტები რომელთა პარლამენტარები და მთავრობები ძალიან მდიდრულად ცხოვრობენ. როდესაც ასეთი პოლტიკური კლასი გყავს, როდესაც ასე მდიდრულად ცხოვრობს რეალურად ქვეყანა საკუთარ სხეულა ჭამს _ საქართველომ კი ეს თავიდან აიცილა. ამის გამოხატულება იყო საირმის გორა და ახლა აღარ არსებობს არც საირმის გორა და არც ეს პრინციპუ ფულის პოლიტიკასთან გადახლართვის. ეს იყო 6 წლის წინ აბსოლუტურად გამორიცხული", _ განაცხადა სააკაშვილმა.