ვიცე პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე უკრაინის ელჩს ვასილი ცებენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინა-საქართველოს შორის და ევროინტეგრაციის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებისა და გააქტიურების საკითხებს, ასევე ბიზნესის განვითარებას და ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უფრო მეტი ხელშემწყობი გარემოს შექმნის საკითხებს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უკრაინიდან საქართველოში ხორბლის მიწოდების აქტუალური საკითხი,რაზეც უკრაინის ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა გიორგი ბარამიძეს, რომ უკრაინის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ხელი შეუწყოს უკრაინიდან საქართველოში დაახლოებით 150 000 ტონა ხორბლის შეუფერხებლად მიწოდებას, შესაბამისი კომპანიების მიერ კონტრაქტების გაფორმების საფუძველზე.
ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული ვიცე პრემიერ მინისტრ გიორგი ბარამიძის უკრაინაში ვიზიტის დროს, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები უკრაინის მთავრობის, რეგიონალური ხელისუფლების და პარლამენტის წარმომადგენლებთან.