საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ტვირთის საბაჟო წესების
დარღვევით შემოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა დააკევეს შპს "იბერიას" დირექტორი ლეილა დაუშვილი და ამავე
ფირმის გაყიდვების მენეჯერი თამარ დურსუნ კიზი, რომლებმაც არაბეთის
გაერთიანებული ემირატებიდან საქართველოში შესაბამისი დოკუმენტაციის
გაყალბებით კონტრაბანდულად შემოიტანეს 120 000 ლარის ღირებულების
სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად აღნიშნულ პროდუქციასთან ერთად
ამოიღეს ყალბი „ინვოისები". აღნიშნულის გამო სახელმწიფო ბიუჯეტს
მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე
ვადით.