მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამჟამად ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. 24 მეგაქალაქის მოსახლეობა 10-10 მლნ-ს აჭარბებს. 17 ასეთი ქალაქი განვითარებად ქვეყნაში მდებარეობს. ჩინეთში 100 ქალაქია, რომელთა მოსახლეობაც 1 მილიონს აღემატება. ინდოეთში 35 ასეთი ქალაქია, ხოლო აშშ-ში - 9 ქალაქი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საერთაშორისო საქმიანი საბჭოს ზაფხულის სხდომისთვის მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ 2050 წლისთვის ჩინეთის ქალაქებში მოსახლეობის 73 %-ზე მეტი იცხოვრებს (ამჟამად 46%), ხოლო ინდოეთის ქალაქებში 55%-ი (ამჟამად 30 %). ურბანული ბალანსის შეცვლა და ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გამოიწვევს სურსათის ენერგისა და წყლის მოთხოვნილების ზრდას.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში, სადაც ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი არასაკმარისი კვების გამო შიმშილობს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის არსებული სისტემები მოსალოდნელ გამოწვევებს სრულად მოუმზადებელი ხვდება.
პრობლემის გადაჭრა წარმოების ზრდაში მდგომარეობს, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემას ღარიბი მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნაროანობა წარმოადგენს.