ამ უკვე თვითაღიარებულ კორუფციონერს და კრიმინალს ასხამდა ფრთებს „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი საბა ბუაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ წერს.
“ამ უკვე თვითაღიარებულ კორუფციონერს და კრიმინალს ასხავდა ფრთებს ქართული ოცნება მთელი ამ წლების განმავლობაში. ყველა ჩემი ჩატარებული ბრიფინგი და საპასუხო გამოხმაურება მახსოვს, სადაც ღარიბაშვილის "აღიარებით" ახლა უკვე გულჩათხრობილი დეპუტაცია ტყუილში და ცილისწამებაში გვადანაშაულებდა - ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა იმ ხალხსაც ეკუთვნის ვინც ღარიბაშვილს იცავდა და "აპრავებდა".
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თანამდებობიდან გაგდებული ყოფილი მაღალჩინოსნის ბოლომდე ჩაჩექმვა კი არ არის, არამედ თანამდებობაზე ყოფნის დროს მსგავს ფატქებზე რეაგირება და უკეთეს შემთხვევაში მათი პრევენცია.
და ბოლოს, დღეს ყველაზე ცუდი დღე ალბათ კახა კალაძისთვისაც არის, რადგან ძალიან ცხადად დაინახა საკუთარი მომავალი, რომელიც ივანიშვილის პირობებში გარდაუვლად დადგება“, - წერს ბუაძე.
შეგახსენებთ, დღეს, სუს-ში განაცხადეს, რომ „ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“.