საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება ა.წ 26 აგვისტოს რუსული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის" ვებგვერდზე დაშვებული უზუსტობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სმსახური გაცნობებთ, რომ რუსული რადიოსადგურის "ეხო მოსკვის" ვებგვერგდზე ა.წ 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში დაშვებული იყო სერიოზული უზუსტობა.
კერძოდ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები მოხსენიებულია შემდეგნაირად:
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები-ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მთელი რუსი ხალხი. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლიდა თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"
საქართველოს პრეზიდენტის ზუსტი ციტატა:
"უნდა გვესმოდეს, რომ რუსები-ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მე მყავს მხედველობაში არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თვლიდა თავს იმპერიად, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი"
პრეზიდენტის პრესსამსახურს რადიო "ეხო მოსკვის" წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მასალის მომზადებისას დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ამჟამად გასწორებულია.