საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში მიიღებს მონაწილეობას. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.(აშშ-ა დროით 15.00)
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ასამბლეის მსვლელობისას გაეროს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისათვის გაიმართება ლანჩი, ასევე აშშ-ს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
შტატებში ვიზიტისას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან