წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის.
"ემპათიას" დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ტატუნაშვილების ოჯახის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შედის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მისივე თქმით, სარჩელი შედის სხვადასხვა მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.
"ეს გახლავთ ევროკონვენციის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების უფლება. ასევე, მერვე მუხლი-პირადი და ოჯახის უფლება და მეცამეტე მუხლი, რაც არის ეფექტური გამოძიების დარღვევა. სარჩელს მთავარ მტკიცებულებად მიჰყვება დასკვნა, რომელიც მომზადებულია "ემპათიას" 10 სხვადასხვა ექსპერტის მიერ",-განაცხადა ჯიშკარიანმა.