ბათუმში მეჩეთის აშენება-არ აშენება არის ადგილობრივი მუსლიმი თემის გადასაწყვეტი, - ამის შესახებ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფირიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის რომ ადამიანებს არ ეძლევათ მეჩეთში ლოცვის შესაძლებლობა და ხშირად ქუჩაში უწევთ რელიგიური რიტუალების შერულება, არის ჩვენი ყველას სირცხვილი.
"რამდენადაც ვიცი მიწა საკუთარი სახსრებით უკვე შეძენილი აქვთ.
სახელმწიფო რაც უფრო დიდხანს შეუშლის მათ ხელს, მით უარესი ამ სახელმწიფოსთვის.
ის რომ ადამიანებს არ ეძლევათ მეჩეთში ლოცვის შესაძლებლობა და ხშირად ქუჩაში უწევთ რელიგიური რიტუალების შერულება, არის ჩვენი ყველას სირცხვილი.
მოლის ხმა ვისაც "არ სიამოვნებს", დაფიქრდეს იმაზე "სიამოვნებს" თუ არა მუსლიმს ქრისტიანული ეკლესიის ზარების ხმა.
"თურქეთი რატომ არ აკეთებს ამას" არგუმენტი სულელურია. თურქეთი რას აკეთებს საკუთარ ტერიტორიაზე არანაირ კავშირში არ არის იმასთან რომ ამ ქვეყნის მუსლიმი მოქალაქეები არიან ყველა სხვა მოქალაქეების თანასწორი", - წერს ჯაფარიძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის მიმდევრის უფლება და თავისუფლება. მისი თქმით, დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება და რაც მთავარია, მეჩეთი უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით.